ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

18:28, 09.09.2019

გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.

სანიაღვრე ქსელის მოწყობას ასრულებს კომპანია „ჯი-ვი-პი“, რის შემდეგ გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი და ქუჩების ორივე მხარეს მოეწყობა ავტობუსის ზოლები.

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციაზე 12 მლნ ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა დაათვალიერა.

მსგავსი