ორი ქვითარი „თელმიკოს“ და „ჯივიპის“ მომხმარებლებს

რატომ მოუწიათ მოქალაქეებს დენისა და წყლის საფასურის ორჯერ გადახდა – აბონენტებს „თელმიკომ“ და „ჯივიპიმ“,  ქვითრები დეკემბერსა და იანვრის პირველ რიცხვებში ორჯერ გაუგზავნეს. აღნიშნულმა მოსახლეობის დაბნეულობა გამოიწვია. კომპანიებში განმარტავენ, რომ ამის მიზეზი სემეკის დადგენილებაა, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის იანვრიდან, თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდება. ანუ აბონენტები კომუნალური მომსახურების ქვითარს უკვე ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებენ. ენერგოომბუდსმენის, განმარტებით, ახალ სისტემაზე გადასვლა კომპანიებს ავალდებულებს დახურონ თვე, რის გამოც, ქვითრები ამჯერად ორჯერ გაიგზავნა. ვარდიაშვილის თქმით, მომხმარებლების უფლებების დარღვევას ადგილი არ აქვს და არც ერთი თეთრით მეტის გადახდა მათ არ უწევთ.