გუდაურში, ახალ დასახლებაში წყლის მიწოდება ისევ შეწყდა

გუდაურში, ახალ დასახლებაში წყლის მიწოდება ისევ შეწყდა. „კომპლექს რედკოს“ წარმომადგენელი მიზეზად დაბალ წნევას ასახელებს. არსებული სიტუაციის გამო, ტურისტების ნაწილმა კურორტი უკვე დატოვა.

შეგახსენებთ, გუდაურის ახალ დასახლებას წყალი 31 დეკემბრის ღამით შეუწყდა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომპლექსი უწყლოდ იყო დარჩენილი. პრობლემის მიზეზად მცირე რაოდენობის ნალექი სახელდება.