წყალმომარაგების სისტემის გაჭიანურებული სამუშაოები მატანში

ახმეტის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის მიხედვით, მატანი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია.

გასულ წელს დასახლებაში შვიდი მილიონი ლარი დაიხარჯა წყლის სათავე ნაგებობისა და ქსელის მოწყობის სამუშაოებზე. მაგრამ, სასმელი წყლით სოფლის მომარაგების პრობლემა მაინც გადაუჭრელია. ადგილობრივები მიზეზად სამუშაოების ჩატარების დროს დაშვებულ შეცდომებს ასახელებენ. უხარისხოდ არის დამონტაჟებული წყლის მრიცხველები. პროექტი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით შესრულდა.

ვინ არის პასუხისმგებელი სამუშაოების ხარისხზე და როდის ექნება მატანს 24 საათიანი წყალმომარაგება, – ნახეთ ჟანა დიდებაშვილის და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟში.