სარეაბილიტაციო სამუშაოები ახმეტის მუნიციპალიტეტში

ახმეტის მუნიციპალიტეტი ბახტრიონის გორაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს იწყებს. ახმეტიდან სამ კილომეტრში, მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპიროსთან მდებარე ისტორიულ გორაზე, სხვადასხვა სივრცის მოწყობა იგეგმება. მათ შორის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს ამფითეატრი, ტურისტული გადასახედები და საპარკინგე ადგილები. ახალი რეკრეაციული სივრცის პროექტზე მუშაობა მიმდინარე თვის ბოლოს უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც სამუშაოების განხორციელებაზე ახმეტის მერია ტენდერს გამოაცხადებს.

ჟანა დიდებაშვილის რეპორტაჟი კახეთიდან.