სასმელი წყლის პრობლემები გარდაბანში

18:43, 02.02.2024

სოფელი სასმელი წყლის და სკოლის გარეშე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სააკაძეში აღნიშნული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. ასევე დასახლებაში არ არსებობს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის კონკრეტულად განსაზღვრული დრო, რის გამოც ურნები ხშირად გადავსებულია. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტის მერიას არაერთხელ მიმართეს. პრობლემურ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად მერიას „მოამბე რეგიონებიც“ დაუკავშირდა. შეკითხვები წერილობითაც გაიგზავნა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მოსულა.

რუსუდან ლოლაძე და ზაზა ბარამიძე დეტალებით.

მსგავსი