უნიკალური აღმოჩენა სამეგრელოში. წალენჯიხაში მე-14 საუკუნის დროინდელ წმინდა ნინოს ფრესკას მიაგნეს. სიწმინდე იმ რესტავრატორებმა იპოვეს, რომლებიც უკვე თვეებია, წალენჯიხაში, მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში კედლის მხატვრობის რესტავრაციაზე მუშაობენ. უკვე დადგენილია ფრესკის ავტორი.
რამდენიმე ეტაპად დაყოფილი სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, უნიკალური მოხატულობის მქონე ეკლესიის კედლის მხატვრობა პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს.