გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ანგარიში

რა ეტაპზეა გელათის რეაბილიტაცია – ქვეყნდება პირველი ანგარიში მას შემდეგ, რაც სარესტავრაციო სამუშაოებზე ზედამხედველობა საპატრიარქომ გადაიბარა. რეაბილიტაციის კომიტეტმა ჩატარებული და ჩასატარებელი სამუშაოების გეგმა წარმოადგინა. სამონასტრო კომპლექსის გადახურვაზე ახლა კომიტეტი მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტისგან დაელოდება პასუხს. კომიტეტს გადახურვის ორი პროექტი აქვს მომზადებული, ორივე გეგმა იუნესკოში მომდევნო კვირას გაიგზავნება. რაც შეეხება კედლის მხატვრობას, რომელიც არასწორი გადახურვის შედეგად ტაძრებში წყლის ჩასვლის გამო დაზიანდა, ახალი ხარაჩოების დამონტაჟების შემდეგ სარეაბილიტაციო კომიტეტი ეკლესიებში წყლის გაჟონვას და დაზიანების ახალი კერების გაჩენას გამორიცხავს.