ნიკა მელიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა იმართება.
სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობაზე იმსჯელებენ. 20-21 ივნისის მოვლენებზე, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ მელიას, აღკვეთის ღონისძიებად, გირაოსთან ერთად, ელექტრონული სამაჯურის ტარება განესაზღვრა და პროკურატურის ნებართვის გარეშე გადაადგილება აეკრძალა. პროკურატურა მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მონაწილეობას ედავება.