ჟურნალისტებზე ძალადობის საქმე

ახალი ფიგურანტი 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების საქმეში.

საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი კიდევ ერთ პირს, გიორგი წარუაშვილს წარუდგინეს. დევნა ჟურნალისტური საქმიანობის გამო, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა – ამ მუხლებით ბრალდებულის საქმეს ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.

ილია თვალიაშვილს თავდამსხმელებმა 5 ივლისს თვალის არეში საკმაოდ მძიმე დაზიანებები მიაყენეს, ილია მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადიოდა.

მარიამ ქურდიანი აშუქებს სასამართლო პროცესს.