5-6 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულების საქმის განხილვა ადვოკატების შუამდგომლობების განხილვით გრძელდება. ადვოკატები ითხოვენ სასამართლომ დაუშვებლად ცნოს ბრალდების მხარის რიგი მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეომასალები. ბრალდების მხარე, რომელიც პროცესს დისტანციურად ესწრებოდა, ამ შუამავლობებზე პოზიციას მომდევნო სხდომაზე დააფიქსირებს.
პროცესი 16 სექტემბერს გაგრძელდება. სამივე დაკავებული წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს, ერთ-ერთი მათგანი პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მათ გამოძიება ხუთ ივლისს „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმის საქმეზე ჯგუფური ძალადობის მუხლით ედავება.