გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის ეპიზოდზე მომდევნო სხდომა გაიმართა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მსჯავრდებულებმა სიტყვით ისარგებლეს. მათ თქმით, საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ აქვთ. ასევე მსჯავრდებულები საქმეში ოქროს მოწმის, გური ამირხანაშვილის ჩვენების სანდოობაზე საუბრობენ. მათი განმარტებით, ამირხანაშვილს ჩვენება 5-ჯერ აქვს შეცვლილი და მოწმის მიმართ სანდოობა არ გააჩნიათ.

საქმე ეხება ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანსა და არჩილ გაგნიძეს გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდზე. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ ჯგუფურ ძალადობაშიც. ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი მსჯავრდებული არიან გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში და 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.