პროკურატურის განცხადება

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა, ერთს კი წარდგენილი ბრალი დაუზუსტა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2 აპრილს სამტრედიაში, საკუთარ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე გარდაცვლილი სამმა პირმა, კერძოდ მეუღლის ძმებმა და ნათესავმა სცემეს. აღნიშნულის შესახებ ნაცემი მამაკაცი სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინებას აპირებდა, რის გამოც მეუღლის ძმამ მას მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მყოფმა კიდევ ორმა პირმა, მათ შორის მოკლულის მეუღლემ მომხდარის თაობაზე გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.