ნიკა მელიას საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება.

სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დაიკითხნენ. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ, ადვოკატმა განაცხადა, მოწმეებს ნიკა მელია უშუალოდ პარლამენტთან არ დაუნახავთ. საწინააღმდეგოს ამბობს ბრალდების მხარე. როგორც პროკურორმა აღნიშნა მოწმეებმა, რომლებიც 20 ივნისს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ შეტაკებების შედეგად მიიღეს დაზიანებებიც. ცნობისთვის პროკურატურა ნიკა მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მონაწილეობას და ხელმძღვანელობას ედავება.