მელია საქართველოს წინააღმდეგ - სტრასბურგის გადაწყვეტილება

საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ – ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, უკვე მოჰყვა შეფასებები თბილისში. განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა თავად ნიკა მელიამ. სტრასბურგის პასუხის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე თავს ისევ პოლიტდევნლად აცხადებს და მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს. სტრასბურგის გადაწყვეტილება გაიმეორეს გიორგი გახარიას გუნდშიც, სადაც თქვეს, რომ მელიამ დანაშაული ჩაიდინა და მისი დაკავება კანონიერი იყო, თუმცა მის გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დააკისრეს.

რატომ დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი გიორგი გახარიამ 2020 წლის 18 თებერვალს?- ეს არის კითხვა, რომელიც სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ გაჩნდა. მმართველი გუნდში სადაც, დღეს აცხადებენ, რომ ევროპული ვერდიქტით ყველა კითხვას პასუხი გასცა, ახლა განმარტებებს გიორგი გახარიასგან ელოდებიან.