წინასაარჩევნო კამპანია რუსეთში

რეალითი შოუს ყოფილი მონაწილე, ბლოგერი, ბიზნესომბუდსმენი, უფლებადამცველი და ვლადიმირ ჟირინოვსკი – ამ ერთ შეხედვით განსხვავებულ ადამიანებს ერთი სურვილი აერთიანებთ. მათ რუსეთის პრეზიდენტობა სურთ.

2018 წლის მარტში რუსეთის მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 20-ზე მეტ კანდიდატს შორის მოუწევთ.
ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ არჩევნები რუსეთში ტრადიციულად პუტინის გამარჯვებით დასრულდება. ამ ფონზე საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა 23-მა ადამიანმა წინასწარ წაგებულ მარათონში ჩართულიყო.

რუსეთის წინასაარჩევნო კამპანიის უცნობ, ნაცნობ და ტრადიციულ მონაწილეებს ლევან ახალაია გაგვაცნობს.