რუსეთის თავდასხმა უკრაინის ენერგოობიექტებზე

რუსეთი უკრაინაზე მასირებულ ავიადარტყმებს არ წყვეტს.

იბომბება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ენერგოობიექტები. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას საკმაოდ რთულად აფასებს, თუმცა ამტკიცებს, რომ დაბრუნებული ტერიტორიების რაოდენობა დაკარგულს აჭარბებს. რუსეთისგან მორიგი შეტევითი ოპერაციის მოლოდინში ოფიციალური კიევი დასავლეთის მიმართ სამხედრო და ფინანსური დახმარების მოთხოვნას ააქტიურებს. რუსეთიდან მოსალოდნელი მორიგი შეტევის საფრთხე მოსკოვის ახალმა ბრალდებამ კიდევ უფრო გაზარდა. რუსეთის ხელისუფლება ერთი კვირის წინ მოსკოვში მომხდარი ტერაქტის მიღმა უკრაინელი ნაციონალისტების კვალს ხედავს.