გაჭიანურებული დახმარება

უკრაინის პრემიერის გაფრთხილება.

ომში მყოფი ქვეყნის მთავრობის მეთაური მსოფლიოს აფრთხილებს, რომ რუსეთთან ომში უკრაინის მარცხმა შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. განცხადება წინ უსწრებს აშშ-ის კონგრესში დაგეგმილ კენჭისყრას, სადაც მრავალთვიანი პოლიტიკური დებატების შემდეგ კონგრესმენებს უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფის შესახებ კანონს დასამტკიცებლად წარუდგენენ. კანონის გადამუშავებული ვერსიის მიხედვით, ვაშინგტონი უკრაინას შეიარაღებას უსასყიდლოდ აღარ გადასცემს და ამ დახმარებას სესხის სახე ექნება. აშშ-ის პრეზიდენტმა უკვე დაადასტურა მზადყოფნა, რომ დამტკიცების შემთხვევაში დახმარების პაკეტს ხელს მოაწერს. თუმცა „რესპუბლიკელების“ ნაწილი ისევ სხვა აზრზეა და კონგრესის სპიკერის გადაყენებით იმუქრება.