ცვლილებებია ოპოზიციურ ერთობაში.
ორი წლის წინ შექმნილი „ძალა ერთობაშია”-ს რიგებში რღვევა დაიწყო. გაერთიანება დატოვეს გიორგი ვაშაძის და თაკო ჩარკვიანის პარტიებმა. ოპოზიციურ ფლანგზე ვაშაძე-ჩარკვიანის ახალი პოლიტიკური პლატფორმა გამოჩნდა. დღეს არ დაკონკრეტებულა, რა საკითხებზე დაიწყო უთანხმოება და რატომ გადაწყვიტეს გაერთიანებიდან გასვლა „ახალი საქართველოს“ და „კანონი და სამართლის“ ლიდერებმა, თუმცა გვახსოვს, რომ ცოტა ხნის წინ ჩარკვიანმა გაერთიანებულ ოპოზიციას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სწორედ ვაშაძის კანდიდატურა შესთავაზა, რასაც უარყოფითი რეაქციები მოჰყვა. მანამდე კი ჩარკვიანმა „ლეიბორისტების“ ოფისში შექმნილი ოპოზიციური ფორმატი დატოვა.
ყოფილ თანაკოალიციელებს არჩევანი დაუწუნეს და გააკრიტიკეს „ძალა ერთობაშია“-ს გარშემო გაერთიანებულმა პოლიტიკურმა ძალებმა, განსაკუთრებით მწვავე იყო გაერთიანების ყველაზე მსხვილი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ რეაქცია.