ოპოზიციური პარტიების გაერთიანების პერსპექტივა

პოლიტიკურ სპექტრში ახალი ოპოზიციური ერთობის შესახებ შეფასებები არ წყდება. სამი პარტიის ინიციატივას ამ დრომდე სხვა ოპოზიციური ძალები არ უერთდებიან. ოპოზიციის ერთი ნაწილი ინიციატივას ბუნდოვანს უწოდებს, მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ ერთობა, შესაძლოა, ისე დაიშალოს, რომ მსხვილ გაერთიანებად ვერ ჩამოყალიბდეს. მმართველი პარტიის შეფასებით, ახალი ოპოზიციური ერთობის ჩამოყალიბება ქვეყანაში პოლარიზაციას კიდევ უფრო გააღრმავებს, რაც თავის მხრივ ევროკომისიის პირველ პუნქტს – დეპოლარიზაციას ეწინააღმდეგება.