დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

ცვლილებები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაში – პარტიის სახელით მოქმედებას ორი ფრთა ისევ ურთიერთდაპირისპირების რეჟიმში განაგრძობს. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტიის ხელმძღვანელობაში ერთ-ერთ საკვანძო პოზიციას ნიკა გვარამია დაიკავებს და ახალ ბორდს უხელმძღვანელებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბორდის შექმნას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ დიდი ოპოზიციური ერთობა მათი მიზანია და გვარამიას ამ კუთხით მნიშვნელოვანი წვლილი ექნება.

„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებები ისევ გაუგებარია მელიას გუნდისთვის. ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებს აფასებენ პოლიტიკოსები, უმრავლესობას მიაჩნია, რომ გადაადგილებები და კონფიგურაციის ცვლილება პარტიის პერსპექტივას ვერ შეცვლის.