ოპოზიცია ახალი გაერთიანების ძიებაში

გაერთიანების კიდევ ერთი მცდელობა ოპოზიციურ ფლანგზე.

ინიციატორი ამჯერად „სტრატეგია აღმაშენებელია“. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რადიკალური განცხადებებით გამორჩეული პოლიტიკური ძალა პროევროპული ოპოზიციური ერთობის შექმნის იდეით გამოდის. თუ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებებს დავეყრდნობით, მომავალ პარტნიორებთან კონსულტაციები უკვე დაწყებულია. კონკრეტული პარტიები არ სახელდება, შესაძლო პარტნიორობის მთავარ კრიტერიუმად „სტრატეგია აღმაშენებელი“ პროდასავლურობას ასახელებს. „ქართული ოცნება“ ინიციატივას არასერიოზულად მიიჩნევს. აღმოჩნდა, რომ ვაშაძის პარტიის იდეის შესახებ დღევანდელი განცხადებიდან გაიგო ოპოზიციის ნაწილმაც. მათ შორის იმ პოლიტიკოსებმაც, რომლებიც გიორგი ვაშაძესთან ერთად კახეთში შეხვედრას მართავენ.