ბაგრამის საავიაციო ბაზაზე უმცროსკლასელებისგან წერილები ჩავიდა. პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით სკოლებში შეგროვილი მოსწავლეების მიერ დაწერილი ბარათები ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფის შემდეგ, ახლა უკვე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიგზავნა.
მოსწავლეების შეკითხვები ძირითადად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედროების საქმიანობას შეეხებოდა. პატარებმა ჯარისკაცებს სამშობლოში ჯანმრთელად და მშვიდობით დაბრუნებაც უსურვეს.
ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა პატარა მეგობრებს მადლობა გადაუხადეს და საპასუხო ბარათები მოამზადეს, რომლებიც საქართველოში გამოგზავნის შემდეგ ადრესატებს გადაეცემა.