შობის დღესასწაული ავღანეთში

დღეს შობაა. მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეშობის დღესასწაულს ზეიმობს. საზეიმო წირვა აღავლინეს ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე. სადღესასწაულო ღვთისმსახურება ქვედანაყოფის კაპელანმა, მამა იოანე გელაშვილმა ქართველი სამხედროების მიერ მოწყობილ სალოცავში აღასრულა და პირადი შემადგენლობა დალოცა. ლიტურგიას საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობის გარდა, სხვადასხვა ეროვნების მართლმადიდებელი სამხედრო და სამოქალაქო პირები დაესწრნენ.