შობა ბაგრამის ბაზაზე

18:12, 07.01.2020

შობის დღესასწაული თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში აღნიშნეს.

საშობაო ლიტურგია ბატალიონის კაპელანმა, მამა გიორგი წერეთელმა აღავლინა და პირადი შემადგენლობა დალოცა. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით წვეულებაც გამართეს.

მსგავსი