საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის 11-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩაერთო

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის 11-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო.

უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, ქართველი მშვიდობისმყოფლები სამშვიდობო მისიის მედლებით დაჯილდოვდნენ.