ქართველი მშვიდობისმყოფელები აღდგომას ავღანეთში, წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში შეხვდნენ

12:13, 08.04.2018

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში აღნიშნეს.

საზეიმო მსახურებას მესამე ქვეითი ბრიგადის კაპელანი, დეკანოზი გობრონი უძღვებოდა.

ლიტურგიას ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, კოალიციური ძალების მართლმადიდებლური აღმსარებლობის ჯარისკაცები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

მსგავსი