სალომე ზურაბიშვილი ავღანეთში, საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ავღანეთში, საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებს შეხვდა. ბაგრამის საავიაციო ბაზა ქვეყნის მეთაურმა თავდაცვის მინისტრთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად დაათვალიერა და მშვიდობისმყოფელების ამოცანებს პირადად გაეცნო, ჯარისკაცებთან სადილისას კი, ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ მიიღო ინფორმაცია.

პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეებს მსოფლიო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნისთვის მათი საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურს, შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გენერალსა და ასევე ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა.