ახალი წელი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ახალი წელი ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა კონცერტით აღნიშნეს.

ქართული ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ  წარუდგინა. საახალწლო ღონისძიებაზე დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის კოალიციური ძალების სარდლობის წარმომადგენლები და ქართველი სამოქალაქო პირები.

ღონისძიების დასასრულს ქართველი მშვიდობისმყოფელები სტუმრებს ქართული სამზარეულოთიც გაუმასპინძლდნენ და საზეიმო ტორტი გაჭრეს.