წალენჯიხის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მერის ინფორმაციით, დოკუმენტში პრიორიტეტი სოციალური მიმართულებებია. მისი თქმით, ხელფასების გაიზრდება აიპ-ებსა და განათლების სფეროში. ერთი თვის ვადაში, მერიამ უნდა წარმოადგინოს ცვლილებები, რომელიც ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოითხოვა და წინა წლის თავისუფალ ნაშთს შეეხება. ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს 15-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ისინი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან. რაც შეეხება ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, მათ თავი შეიკავეს პროექტის მხარდაჭერისგან . ბიუჯეტის დამტკიცებით, დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა თავი აარიდა რიგგარეშე არჩევნებს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 11 მლნ ლარს შეადგენს.