ვლაქერნობა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსელის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს ზეიმობს. წირვა დილიდან აღესრულა ზუგდიდში ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში, სადაც დადიანების სასახლის მუზეუმიდან სპეციალურ ლუსკუმაში ჩაბრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსელი მსვლელობითა და გალობით გადააბრძანეს. წირვის შემდეგ მრევლს შესაძლებლობა მიეცემა, მოილოცოს ღვთისმშობლის კვართი და სიწმინდეები, რომლებიც მუზეუმიდან წელიწადში ერთხელ, სწორედ ვლაქერნობის დღესასწაულზე გადააქვთ საკათედრო ტაძარში.