ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილე ზუგდიდში

ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა ღონისძიება ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში. კონსტანტინე გამსახურდიამ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე – „პრეზიდენტ გამსახურდიას მოღვაწეობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში“.

ღონისძიება დამოუკიდებელი ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა და ლექცია შეეხებოდა ისტორიულ პროცესს, რომელიც ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას უძღოდა წინ. ეს იყო უფლებადამცველური მოძრაობა საქართველოში, რომელიც ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სახელს უკავშირდებოდა.

ღონისძიებას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადვოკატები ესწრებოდნენ.