დადიანების სასახლეების საგანძური

საქართველოს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე გამოიფინა. უკვე მეორე დღეა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ მსურველს შეუძლია ვირტუალურად დაათვალიეროს ზუგდიდში, დადიანების სასახლეებში დაცული უძველესი სიწმინდეები. „დადიანების სასახლეების საგანძური“ -ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც „გუგლის“ ონლაინპლატფორმაზე პირველად განათავსეს.