საქართველოს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე გამოიფინა. უკვე მეორე დღეა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ მსურველს შეუძლია ვირტუალურად დაათვალიეროს ზუგდიდში, დადიანების სასახლეებში დაცული უძველესი სიწმინდეები. „დადიანების სასახლეების საგანძური“ -ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც „გუგლის“ ონლაინპლატფორმაზე პირველად განათავსეს.