„შემოდგომის ფესტივალი“ ზუგდიდში

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში „შემოდგომის ფესტივალი“ გაიმართა. ფესტივალში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ. რომლებმაც შემოდგომის კუთხე, ადგილობრივი პროდუქტები და ხალხური სამოსელი წარმოადგინეს. გაიმართა სხვადასხვა სახის სპორტული, გასართობი და შემეცნებითი აქტივობები. პროექტი „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა და მისი მიზანი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაა.