დადიანების კოლექციების რესტავრაცია

 დადიანების სასახლის მუზეუმის უნიკალური კოლექციის რესტავრაცია დაიწყო. რესტავრატორებს რთული სამუშაოები ელით, რადგან ცნობილი მხატვრის, ფრიდრიხ ფრიშის ტილოები საკმაოდ დაზიანებულია. აღდგენის პროცესი ხელოვნების სასახლის სარესტავრაციო სახელოსნოში მიმდინარეობს.

სპეციალისტების მთავარი ამოცანაა, საუკუნოვან ნამუშევრებს პირვანდელი სახე დაუბრუნოს. რესტავრაციის დასრულების შემდეგ, ფერწერული ტილოები ნიკო დადიანის სასახლეში გამოიფინება.