საპროტესტო აქცია ზუგდიდში

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლები ხელფასის გაზრდას ითხოვენ. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი პირველი ნოემბრიდან გაფიცვას გეგმავენ.

მუზეუმის თანამშრომლებმა, შესაბამისი წერილები უკვე გაუგზავნეს პრემიერ-მინისტრს, განათლების მინისტრსა და მუზეუმის დირექტორს. წერილს 38 თანამშრომლიდან 34 აწერს ხელს. დანარჩენი ოთხი კი, მათი განცხადებით, შვებულებაშია.

დატოვე კომენტარი