ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადება

თავდაცვის ძალების მეთაური განმარტებას აკეთებს.

გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას თქმით, 1990-იან წლებში მომხდარ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტში, რუსეთი იყო, როგორც დამგეგმარებელი, ასევე ის მონაწილეობდა მისი კონვენციური და არაკონვენციური ძალებით. ჩაჩიბაიას განცხადებით, ამ კონფლიქტში რუსეთი იყო საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგე.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ეს განმარტება მას შემდეგ გააკეთა, რაც მის მიერ უკვე გაკეთებულ განცხადებას, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

გუშინ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თქვა, რომ ბოლო 28 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალებმა თავის მხრებზე გადაიტანა ოთხი ომი – სამი სამოქალაქო ომი და ერთი ფართო აგრესია რუსეთის ფედერალური სახელმწიფოს მხრიდან.