ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან საწვრთნელ მისიაში მყოფი სამხედროები სამშობლოში დაბრუნდნენ

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისიიდან დაბრუნებულ ქართველ სამხედროებს აეროპორტში პრეზიდენტი დახვდა. სალომე ზურაბიშვილმა სამხედროებს სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნება მიულოცა და წარმატებული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაიაც იმყოფებოდა.

დატოვე კომენტარი