თავდაცვის ძალების ხელმძღვანელის უფლებამოსილების გადაბარება

საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი მეთაური ჰყავს – გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას გენერალი გიორგი მათიაშვილი ცვლის. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ვლადიმერ ჩაჩიბაია თავდაცვის ძალების მეთაური სამი წლისა და შვიდი თვის განმავლობაში იყო.

ცერემონიის დეტალებით ლიკა ალელიშვილი გვიერთდება.