ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი

12:36, 29.03.2019

ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები, 2019 წლის სწავლებას დაესწრნენ. წვრთნები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურობით მიმდინარეობს.  დელეგაციას, რომელსაც ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი ხელმძღვანელობდა, სწორედ თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლა.

მაღალი რანგის სტუმრები ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის შესაძლებლობებსაც გაეცნენ.

ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ სწავლებას საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა. წვრთნები დღეს დასრულდება.

მსგავსი