ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები, 2019 წლის სწავლებას დაესწრნენ. წვრთნები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურობით მიმდინარეობს. დელეგაციას, რომელსაც ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი ხელმძღვანელობდა, სწორედ თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლა.
მაღალი რანგის სტუმრები ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის შესაძლებლობებსაც გაეცნენ.
ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ სწავლებას საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა. წვრთნები დღეს დასრულდება.