ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობაში

ცვლილებები და გადაადგილებებია „ქართულ ოცნებაში“.

პარლამენტიდან წავიდნენ ირაკლი კოვზანაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, გიორგი ხელაშვილი და ნინო იობაშვილი. ოთხივე დეპუტატმა თავის დროზე „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. ამიტომ ოპოზიცია მათი სადეპუტატო უფლებამოსილების შესწყვეტას სწორედ უცხოურ გავლენის აგენტთა შესახებ მომზადებულ კანონთან დაკავშირებულ გასხვავებულ აზრს უკავშირებს და დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდის მხრიდან თითოეული მათგანი ზეწოლის მსხვერპლია. კანონპროექტისთვის ხმა არ მიუცია დავით სერგეენკოსაც, რომელმაც მალევე თქვა, რომ პოლიტიკიდან წასვლის სურვილი ჰქონდა. საპრლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ მმართველი პარტიის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი წევრი ამ მომენტისთვის ისევ პარლამენტში რჩება. თუმცა ფაქტია, რომ სერგეენკო საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე არ გამოჩენილა.