ვიზალიბერალიზაციის გამოწვევები

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად ქართული დელეგაცია უახლოეს დღეებში ევროპოლში გეგმავს ვიზიტს. მანამდე კი თბილისს გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობენ.

სწორედ გერმანია იყო ის პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი სტატისტიკის გამო შეშფოთება გამოთქვა და ქართული მხარე მოსალოდნელ რისკებზე გააფრთხილა.

ქართული მხარის მტკიცებით, ჩვენი ქვეყნის მიმართ ვიზა-ლიბერალიზაციის ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში ჯერ არ დგას, თუმცა უვიზო მიმოსვლის გასაგრძელებლად გარკვეული ზომები უკვე გასატარებელია.

დღეს ცნობილი ხდება, რომ გერმანიაში თავშესაფრის საძიებლად ჩასულ მოქალაქეებს საქართველოში დააბრუნებენ, გამაფრთხილებელი გზავნილები ისმის საფრანგეთის ელჩისგანაც.