უვიზო მიმოსვლა

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების თავიდან ასაცილებლად მთავრობა მუშაობას განაგრძობს.

მოქალაქეებს, რომლებმაც უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე გვარი ერთხელ უკვე შეიცვალეს, მისი ხელმეორედ შეცვლის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. ცვლილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა და შემდგომი განხილვებისთვის პარლამენტს გადაუგზავნა. გვარის შეცვლის რეგულაციების გამკაცრებაზე პრემიერ მინისტრმაც ისაუბრა.