ოპოზიციის ბრალდება ხელისუფლებას - გამოხმაურება

ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებში ადანაშაულებს და ამ საკითხზე სადეპუტატო კითხვებს უმრავლესობის წევრებს უგზავნის. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატებმა ანა ნაცვლიშვილმა, ხატია დეკანოიძემ და თეონა აქუბარდიამ ისაუბრეს. დეპუტატები განმარტავენ, რომ დამოუკიდებლად ეს ყველაფერი ვერ გაკეთდებოდა, ამიტომ მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს ვინ და როდის აწარმოა მოლაპარაკებები. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები არ ყოფილა და ეს რუსეთის მხრიდან ცალმხრივი გადაწყვეტილებაა. ასევე, შალვა პაპუაშვილმა კონკრეტულად განმარტა რუსეთთან საზღვაო მიმოსვლის საკითხიც.