„ვივამედის“ დირექტორის ჩვენება

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის სკანდალური ჩვენებით განახლდა მიხელ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების სასამართლო პროცესი.

სხდომაზე ნინო ნადირაძე ოთხი საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას. კლინიკის დირექტორმა პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან მოუწოდა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახის წევრებსა და მხარდამჭერებს, ნუ ახდენენ სუიციდის ხელშეწყობას. ნადირაძის ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ კლინიკის ექიმები ყველაფერს აკეთებენ მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონის გაუმჯობესებას ხელი შეუწყონ. მისი თქმით, პატიმრის ახლობლები საპირისპიროს ცდილობენ. „ვივამედის“ ხელმძღვანელმა ექიმებსა და ექთნებზე განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარაზეც ისაუბრა. კითხვაზე, – იყო თუ არა „ვივამედშიყოფნის პერიოდში ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომაროება კრიტიკულად მძიმე, – ნინო ნადირაძემ უარყოფით პასუხი გასცა.

დღევანდელი პროცესით სასამართლომ მოწმეების დაკითხვა დაასრულა. სავარაუდოდ მომავალ კვირაში საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდება.