7 ნოემბრის საქმე

7 ნოემბრის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესი ჩატარდა. სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. პროცესის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია გაიმართა სასამართლოსთან. სხდომაზე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა. სამივე 7 ნოემბრის აქციის დაზარალებულია. მათ აქციის დარბევის დროს მიღებულ დაზიანებებზე და სპეცრაზმის მოქმედებაზე ილაპარაკეს.

მოწმეების დაკითხვას არ დასწრებია ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი.