სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები „ვივამედში“

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მოინახულეს. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ, კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ მედიას განუცხადა, რომ სააკაშვილმა წონაში მოიმატა, თუმცა ნევროლოგიური თვალსაზრისით მისი მდგომარეობა თითქმის უცვლელია. მისივე შეფასებით, სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე საუბარი ნაადრევია. სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.