სააკაშვილი პოლიტიკურ დებატებში ჩართვას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრის საქმის განხილვაში მიიღო მონაწილეობა. მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციური ვიდეო ზარით ჩაერთო. სააკაშვილი აცხადებს, რომ უდანაშაულოა და მიმდინარე საქმეზე მისი ბრალდება გამოგონილია. მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს მიეცეს დებატებში მონაწილეობის უფლება, რათა ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი.